კიევი, ან სხვა უსაფრთხო უკრაინული ქალაქი ევროვიზიისთვის ფანტასტიკური ადგილი იქნება. - განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა.
მისივე თქმით, ის მხარს უჭერს ევროვიზიის სიმღერის კონკურსის უკრაინაში ჩატარებას 2023 წელს.
"ევროვიზია უკრაინელებმა მოიგეს. ვიცი, რომ ფანტასტიკური ნომერი გვქონდა, მეორე ადგილი დავიკავეთ და ვისურვებდი, რომ კონკურსი ჩვენს ქვეყანაში ჩატარდეს. მაგრამ ფაქტია: მათ (უკრაინამ) გაიმარჯვა და ამას იმსახურებენ. ვფიქრობ მათ (უკრაინას) შეუძლიათ კონკურსის გამართვა და მჯერა, რომ მათ უნდა ჩაატარონ. ჩემი აზრით, კიევი ან ნებისმიერი სხვა უსაფრთხო უკრაინული ქალაქი ევროვიზიისთვის ფანტასტიკური ადგილი იქნება". - განაცხადა ჯონსონმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ევროკომისიამ უკრაინასა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა, საქართველოსთვის კი არა.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press