Foto

ლუგანსკის გუბერნატორი - რუსების ყველა განცხადება, რომ სევეროდონეცკს აკონტროლებენ, სიცრუეა

რუსი დამპყრობლები სევეროდონეცკის აღების კონკრეტულ თარიღებს აღარ ადგენენ, - ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ განაცხადა .

გაიდაიმ დასძინა, რომ ზოგადად ლუგანსკის რეგიონში ვითარება კვლავ რთულია, რადგან მტერი მუდმივად ავსებს რეზერვებს რაიონებში. 

"რუსების ყველა განცხადება, რომ სევეროდონეცკს აკონტროლებენ, სიცრუეა. დიახ, მართლაც, ისინი აკონტროლებენ ქალაქის დიდ ნაწილს, მაგრამ არ აკონტროლებენ მთელ ქალაქს. ახლა ვადებზეც კი არ საუბრობენ, არცერთ თარიღს არავინ ასახელებს. უბრალოდ ამბობენ, რომ „ამოცანაა სევეროდონეცკის მთლიანად დაკავება ან ლისიჩანსკი-ბახმუტის მარშრუტის გაჭრა და კონტროლი, ამიტომ ისინი დაბომბვენ მას, მაგრამ არ აკონტროლებენ“, - განაცხადა მან.

ცნობისთვის, 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსი ოკუპანტები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ.