მოლდოვამ ყველა რუსული საინფორმაციო გადაცემის მაუწყებლობა აკრძალა. ამის შესახებ კანონს მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ მოაწერა ხელი.
როგორც მოლდოვის ტელევიზიისა და რადიოს საბჭოს თავმჯდომარემ ლილიანა ვიცუმ განაცხად, ჩამოყალიბებულია დეზინფორმაციის კონცეფცია, რომელიც მკაცრ სანქციებს ითვალისწინებს.
"თუ ფაქტი (დეზინფორმაცია - რედ.) დამტკიცდება, კომპანიები ლიცენზიას შვიდი წლით დაკარგავენ“, - ამბობს ვიცუ.
მისი თქმით, უკრაინაში შექმნილი ვითარება კიშინიოვს აიძულებს მკაცრი ზომების მიღებას.
კანონი ოფიციალურ გაზეთში 24 ივნისს გამოქვეყნდება, რის შემდეგაც ის ამოქმედდება.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press