ავსტრიის პრეზიდენტმა ალექსანდრე ვან დერ ბელენმა განაცხადა, რომ ევროპა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ რაც შეიძლება მალე დაასრულოს რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ომი.
როგორც ვან დერ ბელენმა „სამი ზღვის ოინიციატივის“ სამიტზე განაცხადა, ევროპა ერთიანია „რთულ დროს, როდესაც ომის საშინელება დაბრუნდა“.
„ჩვენ არ მივცემთ უფლებას დაყოფას და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რაც შეიძლება მალე დავასრულოთ რუსეთის დამპყრობლური ომი და აღვადგინოთ მშვიდობა“, - განაცხადა ვან დერ ბელენმა.
ვან დერ ბელენი დღეს რიგაში ჩავა, სადაც ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპელ კოლეგებს შეხვდება და უკრაინის მიმართ სოლიდარობას გამოავლენს.
„სამი ზღვის ინიციატივა“ მოიცავს ევროკავშირის 12 ქვეყანას ბალტიის ქვეყნებიდან ადრიატიკისა და შავი ზღვების ჩათვლით. ავსტრიული მედიის ცნობით, ეს ქვეყნები შიშობენ, რომ შესაძლოა რუსეთის დიქტატორის ვლადიმერ პუტინის აგრესიის შემდეგი სამიზნე გახდეს. პოლონეთი დაჟინებით მოითხოვს უკრაინის ჩართვას სამი ზღვის ინიციატივაში.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press