დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ოფიციალურ დოკუმენტში შესაბამისი რეკომენდაციები აისახება, ქვეყნის ხელისუფლება პირობებს შეასრულებს. ამის შესახებ მან საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროკომისიის რეკომენდაციებზე კომენტირებისას ისაუბრა.
„ყველა პირობას, რაც ოფიციალურ დოკუმენტში აისახება, შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. თუ პარტია „ქართულმა ოცნებამ“ 2012 წლიდან მოახერხა და ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი; თუ მოახერხა ის, რომ დღეს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ქართული პასპორტით ევროპულ ქვეყნებში თავისუფლად გადავადგილდებით, ვიზის გარეშე; თუ „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა თავისუფალი ვაჭრობა ევროპასთან, - რატომ ვერ მოახერხებს იმ პირობების შესრულებას, რომელიც არის წარმოდგენილი. არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს ამ პირობების შესრულება.
დარწმუნებული ვარ, ჩვენ ღირსეულად გავართმევთ ამ გამოწვევას თავს. რა თქმა უნდა, ისიც მჯერა და მინდა დავიჯერო, რომ ევროპის, ევროკავშირის, ევროსაბჭოს მხრიდან, ამ პირობების შესრულების შემდეგ, იქნება ღირსეული გადაწყვეტილება მიღებული და საქართველო გახდება იმ დიდი ოჯახის წევრი, რომელსაც ევროპა და ევროკავშირი ჰქვია“, - განაცხადა კახა კალაძემ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press