ერის ისტორიაში გადამწყვეტი დღეებია - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საგანგებო ბრიგინგზე.
მისივე თქმით, ბოლო დღეებს საქართველოს ინტერესების დასაცავად იყენებს და აგზავნის წერილებს ევროპელ კოლეგებთან, რომელშიც არგუმენტირებულად განმარტავს თუ რატომ უნდა მიეცეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი.
" მე მინდა მივესალმო ყველა იმ ადამიანს, ვინც გადის დღეს დემონტრაციაზე. დადებითად ვაფასებ პრემიერის განცხადებას რეფორმების შესახებ. მე მინდა ყველას გთხოვოთ, რომ ვიყოთ მობილიზებულები. ეს გადაწყვეტილება მოგვცემს განვითარების ახალ შანსს. გისურვებთ ევროპულ საქართველოს და მე მინდა, რომ ეს გზავნილი იყოს ნათელი საქართველოდან მე მინდა, რომ ყველას გთხოვოთ რომ ყველაფერი ამ დღეებში გავაკეთოთ ის, რაც ჩვენ ძალებში არის, რომ ჩვენი თავი წარვადგინოთ, როგორც ღირსეული ევროპული ქვეყანა. ვიცით რა გვინდა, როგორი ევროპა და საქართველო გვინდა და ეს არის ის, რაც უნდა ვაჩვენოთ. მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო ყველას, რომ აქ არავინ არ მოვიდეს რამე ექსცესებისთვის და მივმართო სამართალდამცველებს, რომ ყველანაირად იყოს შენარჩუნებული სიმშვიდე, რამეთუ ეს მშვიდი კადრები იქნება ის, რაც გავა ევროპის ყველა ეკრანზე.. "- აცხადებს ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 20 ივნისს, 20 საათზე, საქართველოს პარლამენტის შენობასთან აქცია “შინ ევროპისკენ” გაიმართება.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
სახალხო დამცველის აპარატის განცხადება პოლიციელე...
Mana press