Foto

უკრაინის ვიცე-პრემიერი - ოკუპანტებმა 1,2 მილიონი უკრაინის მოქალაქე რუსეთში იძულებით გადაასახლეს

რუსებმა 1,2 მილიონი უკრაინის მოქალაქე რუსეთში იძულებით გადაასახლეს,- ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრმა ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა.

მისივე თქმით,240 000 დეპორტირებული ბავშვი იყო, მათ შორის 2000 ობოლი.

"მე მაქვს რიცხვი, რამდენი იყო დეპორტირებული სულ და ეს ოდნავ განსხვავდება რუსული მხარისგან მოწოდებულისგან. მაგრამ თქვენ გესმით, რომ რუსული მხარე სიმართლეს არასდროს ამბობს... ისინი ამბობენ, რომ ეს დაახლოებით 2 მილიონი ადამიანია. ჩვენი დაზვერვა. აჩვენებს, რომ ეს დაახლოებით 1,2 მილიონი ადამიანია“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

ვერეშჩუკმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინა შეძლებს თავისი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებას.