გერმანიის პროკურატურამ რუსეთის დუმის სანქცირებული დეპუტატს და მის ოჯახს საბანკო ანგარიშები და კერძო საკუთრება დაუყადაღა. ამის შესახებ ინფორმაციას მიუნხენის პროკურატურა ავრცელებს.
სანქცირებული პირი დუმის ერთ-ერთი წევრია, რომელმაც მხარი დაუჭირა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მოწოდებას უკრაინის სეპარატისტული რეგიონების, დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შესახებ.
„როგორც ჩვენთვის ცნობილია, ეს არის პირველი შემთხვევა გერმანიაში, როდესაც სანქციების გამო აქტივები არამარტო „გაყინულია“, არამედ ფაქტობრივი უძრავი ქონება დაყადაღებულია“, - თქვა უფროსმა პროკურორმა ენ ლეიდინგმა.
დუმის დეპუტატი 23 თებერვლიდან ევროკავშირის სანქციების სიაში მოხვდა. ბავარიის პროკურატურა ასევე იძიებს რუსი მაღალჩინოსნის მიერ სანქციებისთვის გვერდის ავლის მცდელობას.
ეს ნაბიჯი მოყვა გერმანიის ფინანსთა მინისტრ კრისტიან ლინდნერის განცხადებას, რომ რუსული აქტივები, რომელთა საერთო ღირებულება 4,5 მილიარდ ევროს შეადგენს, ცენტრალური ბანკის დეპოზიტების ჩათვლით გაყინულია.
ევროკავშირმა, ისეთ ქვეყნებთან ერთად, როგორიცაა აშშ, იაპონია და ავსტრალია, დააწესა სანქციების რამდენიმე რაუნდი რუსული ბიზნესის, ბანკების, მრეწველობისა და კერძო პირების წინააღმდეგ უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის ფონზე.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press