თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ რუსთაველის გამზირზე გამართული აქცია ორგანიზებული იყო ნაციონალური მოძრაობის მხრიდან, თუმცა აქციაზე მყოფი ადამიანები არ იყვნენ ნაციონალები.
მისი თქმით, დემონსტრაცია არ ასახავდა რეალობას, იმიტომ რომ ევროპას ჰყავს გაცილებით მეტი მხარდამჭერი, ვისაც სურვილია აქვს, რომ საქართველო გახდეს იმ ოჯახის წევრი, რასაც ევროკავშირი ჰქვია.
"აქციას რაც შეეხება, პირდაპირ ვიტყვი, რომ ეს არ ასახავს რეალობას, იმიტომ რომ ევროპას ჰყავს გაცილებით მეტი მხარდამჭერი და ძალიან დიდი რაოდენობა ადამიანების, ვისაც სურვილია აქვს, რომ საქართველო გახდეს იმ ოჯახის წევრი, რასაც ევროკავშირი ჰქვია.
კი, რა თქმა უნდა, ეს იყო ნაციონალური მოძრაობის მიერ ორგანიზებული აქცია. არ გაქვთ თქვენ ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით?! სირცხვილი ვის წარმოადგენს?! ნაციონალური მოძრაობის ლიდერების განცხადებები არ მოგისმენიათ? ორგანიზებული იყო ნაციონალური მოძრაობის მხრიდან და მისი ახალგაზრდული პარტიის, ფრთა, რომელსაც სირცხვილია ჰქვია, მათ მიერ იყო ორგანიზებული. მე არ ვამბობ იმას, რომ აქციაზე მყოფი ადამიანები იყვნენ ნაციონალები", - ამბობს კალაძემ.
ცნობისთვის, გუშინ, პარლამენტის წინ აქცია „შინ ევროპისკენ“ გაიმართა. რუსთაველის გამზირზე შეკრებილ საზოგადოებას საზოგადო მოღვაწეებმა და ევროპარლამენტარებმა მიმართეს.
დემონსტრაციის მონაწილეები ფარავდნენ ოპერიდან – გალერეა თბილისამდე ტერიტორიას. "ექსპრესნიუსის" დათვლებით, აქციაზე მინიმუმ 120 ათასი ადამიანი, მაქსიმუმ 135 ათასი ადამიანი იმყოფებოდა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press