უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ კუნძულ ზმეინზე საჰაერო იერიში მიიტანეს. - განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის ოპერატიული სარდალმა.
მისივე თქმით, კუნძულზე მათ სხადასხვაგვარი ძალების გამოყენებით "მიზნობრივი იერიშები" მიიტანეს.
"უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ კუნძულ ზმეინზე საჰაერო იერიში მიიტანეს, სამხედრო ოპერაცია კვლავ პროცესშია, შესაბამისად, ოპერაციის დასრულებამდე დამატებითი ინფორმაციის გასაჯაროვება არ ხდება". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press