აშშ მხარს უჭერს ევროპელ მეზობლებთან უკრაინის, მოლდოვის და საქართველოს შემდგომ ინტეგრაციას,- განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა.
მისივე თქმით, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა გამოხატავს დასავლეთთან უფრო მჭიდრო ურთიერთობების და დაახლოების სურვილს და აშშ სამივე ქვეყანასთან მუშაობდა, რათა დახმარებოდა დემოკრატიული ინსტიტუტების, განვითარებაში და ამ მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს.
" ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დეტალები და ვადები ევროკავშირის და მისი წევრი სახელმწიფოების გადასაწყვეტია. სამივე ქვეყანა გამოხატავს დასავლეთთან უფრო მჭიდრო ურთიერთობების და დაახლოების სურვილს და აშშ სამივე ქვეყანასთან მუშაობდა, რათა დახმარებოდა დემოკრატიული ინსტიტუტების, განვითარებაში და ამ მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს. "- აცხადებს ნედ პრაისი.
ცნობისთვის, ევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველოს უნდა მიეცეს ევროპული მომავლის საშუალება, მაგრამ კონკრეტული პირობებით, რომლის შესრულების შემთხვევაში მიეცემა კანდიდატის სტატუსი. აღსანიშნავია, რომ უკრაინამ და მოლდოვამ კანდიდატის სტატუსი ყოველგვარი დათქმების გარეშე მიიღეს.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press