Foto

აშშ-ს საელჩო - განავაგრძობთ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას

შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას,- ამის შესახებ განცხადებას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ-ს საელჩო იქნება საქარტელოს პარტნიორი აუცილებელი რეფორმების განხორციელებაში.

„შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ და გპირდებით, რომ ვიქნებით თქვენი პარტნიორი აუცილებელი რეფორმების განხორციელებაში“,- აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, 20 ივნისს, პარლამენტის წინ აქცია „შინ ევროპისკენ“ გაიმართა. რუსთაველის გამზირზე შეკრებილ საზოგადოებას საზოგადო მოღვაწეებმა და ევროპარლამენტარებმა მიმართეს. 

დემონსტრაციის მონაწილეები ფარავდნენ ოპერიდან – გალერეა თბილისამდე ტერიტორიას. "ექსპრესნიუსის" დათვლებით, აქციაზე მინიმუმ 120 ათასი ადამიანი, მაქსიმუმ 135 ათასი ადამიანი იმყოფებოდა.