ლუგანსკის ოლქის სევეროდონეცკში რუს დამპყრობლებთან ბრძოლები უკვე მიმდინარეობს ქალაქის ინდუსტრიულ ზონაში, უკრაინელი დამცველები აკონტროლებენ მხოლოდ აზოტის ქარხნის ტერიტორიას.ამის შესახებ ინფორმაციას ლუგანსკის გუბერნატორი სერგეი გაიდაი ავრცელებს.
მისივე თქმით, დამპყრობლები მიიწევენ ლისიჩანსკ-ბახმუტის გზატკეცილზე, მასთან ახლოს მდებარე დასახლებები მუდმივი დაბომბვის ქვეშაა.
„უაღრესად მძიმე მდგომარეობაა ლუგანსკის ფრონტის მთელ ხაზზე. ვაცხადებთ, რომ ორკები ფართომასშტაბიან შეტევას იწყებენ ჩვენს რეგიონში, მათ დააგროვეს საკმარისი რაოდენობის რეზერვები და დღეს ხანძარია რეგიონის ყველა თავისუფალ დასახლებაში. სევეროდონეცკში ბრძოლები უკვე გრძელდება ინდუსტრიულ ზონაში, უკრაინის ჯარები აკონტროლებენ მხოლოდ აზოტის ქარხნის ტერიტორიას,"- აცხადებს გუბერნატორი.
ამასთან, გაიდაიმ დასძინა, რომ უკრაინელი დამცველები არ არიან ალყაში და მტერს მნიშვნელოვან ზარალს აყენებენ.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press