მოლდოვას არ ჰყავს ჯარი, მის მიმართ ვერ იქნება ინტერესი რომ ჩაერთოს ომში - აცხადებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და ამბობს,რომ ამ კუთხით საქართველოსა და მოლდოვის შედარება არასწორია.
მისივე თქმით, გარკვეული ინტერესი როცა არსებობს, რომ გარდა ერთისა მეორე ფრონტიც გაიხსნას, ეს აბსოლუტურად გასაგებია.
„გარკვეული უხერხულობები ჩვენ გვექნება პარტნიორებთან იქამდე ვიდრე გრძელდება ის ომი, რომელიც მიმდინარეობს რუსული აგრესიის საფუძველზე უკრაინაში, არის რა თქმა უნდა, გარკვეული სუბიექტური ინტერესები, მთავარია მალე დასრულდეს ეს ომი, ევროკავშირის ქვეყენბისთვისაც და ჩვენი ქვეყნისთვისაც მნიშვნელოვანია მალე უკრაინაში ომის დასრულება, ამ შემთხვევაში აღარ იქნება გარკვეული ინტერესები ჩვენი ქვეყნის მიმართ. რომ იცოდეთ ბევრი „ფეიკი“ ტრიალებს ამასთან დაკავშირებით, რატომ არ სთხოვენ მოლდოვას მეორე ფრონტს , მოლდოვას არ ჰყავს ჯარი, აქედან გამომდინარე მოლდოვის მიმართ ვერავის ვერ ექნება სუბიექტური ინტერესი რომ ჩართოს ომში , ეს არის „ფეიკი“ რასაც ავრცელებენ, საქართველოს და მოლდოვის შედარება ამ კუთხით არის ფეიკი“,- განაცხადა კობახიძემ.
ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუცი...
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა...
ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ...
პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ...
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ...
Mana press