თურმე საქართველო უნდა დაისაჯოს იმის გამო, რომ ომი არ არის დღეს საქართველოში? როგორ გავიგოთ ეს მეგობრებო? პირდაპირ საჯაროდ თქვეს, რომ უკრაინას სტატუსი მიეცა იმის გამო, რომ უკრაინა არის ომში ,- აცხადებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას.
მისივე თქმით, საქართველო ყველა პარამეტრით უსწრებს მოლდოვასა და უკრაინას, თუმცა უკრაინას კანდიდატის სტატუსი, რუსეთთან ომის გამო მიენიჭა.
"35-მა გმირმა სამხედრომ თავი შეწირა მსოფლიოში მშვიდობის იდეას, საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლას, ნატოში და ევროკავშირში ინტეგრაციის იდეას, 500-მდე სამხედრო არის უმძიმესად დაჭრილი და ჩვენ დღეს რაზე ვსაუბრობთ? ამ ყველაფრის მიუხედავად, თურმე საქართველო უნდა დაისაჯოს იმის გამო, რომ ომი არ არის დღეს საქართველოში? როგორ გავიგოთ ეს მეგობრებო? პირდაპირ საჯაროდ თქვეს, რომ უკრაინას სტატუსი მიეცა იმის გამო, რომ უკრაინა არის ომში. " თქვა ღარიბაშვილმა თავისი წლიური ანგარიშით პარლამენტის წინაშე გამოსვლისას.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press