ის პირადად დადიოდა ბრიუსელში და სთხოვდა, საქართველოსთვის განდიდატის სტატუსი არ მიენიჭებინათ,- აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ლელოს”დეპუტატის, სალომე სამადაშვილის მისამართით განაცხადა.
ღარიბაშვილმა სამადაშვილს ქვეყნის მოღალატე უწოდა.
„ქალბატონი სალომე სამადაშვილი, ნერვიულობს, რადგან იცის, რომ მასზე უნდა გადავიდე. სალომე სამადაშვილი პირადად დადიოდა ბრიუსელში და სთხოვდა, არ მისცეთ კანდიდატის სტატუსი. იცნობდეთ ქვეყნის მოღალატეს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, პარლამენტში საქართველოს მთავრობის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენის სხდომა მიმდინარეობს.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press