Foto

ღარიბაშვილი - ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ მზად ვართ რეკომენდაციების შესრულება დავიწყოთ

ევროპელებს უნდა ავუხსნათ, რომ ამ პირობებში პოლარიზაციის დასრულება შეუძლებელია. - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ისინი დაიწყებენ მუშაობას და პარლამენტთან ერთად, მთავრობა მზად არის, რომ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესი, რაც შეიძლება მოკლე დროში დაასრულოს.

"როგორც კი დამტკიცდება ევროპული საბჭოს მიერ გადაწყვეტილება და რეკომენდაცია, ჩვენ დავიწყებთ მუშაობას და თქვენთან ერთად, პარლამენტთან ერთად, მთავრობა მზად არის, რომ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესი, რაც შეიძლება მოკლე დროში დაასრულოს. თუმცა, პოლარიზაციის დასრულებას როგორ შევძლებთ, ეს ჩვენს ევროპელ მეგობრებს უნდა ავუხსნათ კარგად, რომ შეუძლებელია ამ პირობებში". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ორ დღეში უნდა გახდეს ცნობილი ევროპარლამენტის საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოს ევროკავშირის სტატუსზე.