უკრაინის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილების მისაღებად, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბოლო ერთი დღის განმავლობაში ტელეფონით 11 ქვეყნის ლიდერს ესაუბრა. აღნიშნულის შესახებ მან ვიდეომიმართაში განაცხადა.
ზელენსკის თქმით, ის ლატვიის, საბერძნეთის, ბულგარეთის, შვედეთის, ესტონეთის, ჩეხეთის, ბელგიის, ავსტრიის, სლოვენიის, მოლდოვის და ასევე ლიეტუვის პრეზიდენტ ნაუსედას ესაუბრა.
„ამ მარათონს ხვალ გავაგრძელებ - ჩვენი სახელმწიფოსთვის მაქსიმალური მხარდაჭერა უნდა ვუზრუნველყოთ. ხვალ ღამით ველოდებით საკვანძო ევროპულ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, 17 ივნისს ევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველოს უნდა მიეცეს ევროპული მომავლის საშუალება, მაგრამ კონკრეტული პირობებით, რომლის შესრულების შემთხვევაში მიეცემა კანდიდატის სტატუსი.
აღსანიშნავია, რომ უკრაინამ და მოლდოვამ კანდიდატის სტატუსი ყოველგვარი დათქმების გარეშე მიიღეს.
კანდიდატის სტატუსის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები ბრიუსელში, 23-24 ივნისს დაგეგმილ სამიტზე მიიღებენ.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press