Foto

შოლცი - G7-ის შეხვედრაზე უკრაინის დასახმარებლად „მარშალის გეგმის“ განვიხილავ

მსურს განვიხილო უკრაინაში „მარშალის გეგმის“ განხორციელების კონტურები შვიდეულის ჯგუფის ლიდერებთან ერთად,- განაცხადა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა.

შოლცი იმედოვნებს ერთიანი ფრონტის შექმნას უკრაინის გრძელვადიანი მხარდაჭერის შესახებ, როდესაც ის უმასპინძლებს G-7 ყოველწლიურ სამიტს ბავარიაში მომავალ კვირას. მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკური ძალების ჯგუფს შეადგენენ აშშ, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, დიდი ბრიტანეთი, კანადა და იაპონია.

„უკრაინის აღდგენა თაობების ამოცანა იქნება, ზოგიერთი რამ მახსენებს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიის ქალაქების სურათებს. როგორც მაშინდელ ევროპას, უკრაინას დღეს სჭირდება მარშალის გეგმა მისი აღდგენისთვის”,- განმარტა კანცლერმა.

შოლცის თქმით, მილიარდობით დოლარი იქნება საჭირო წლების განმავლობაში, უკრაინის  აღდგენის დასაფინანსებლად და ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში იმუშავებს, თუ ევროპული ქვეყნები, სხვა ძირითადი დონორი ქვეყნები და საერთაშორისო ორგანიზაციები ერთად იმუშავებენ. მან მიიწვია უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, G7-ის ლიდერებთან შეხვედრაზე მიიწვია.

შეგახსენებთ ,რომ "მარშალის გეგმა" გულისხმობს აშშ-ს მიერ დაფინანსებულ გეგმას, რომელიც დაეხმარა ევროპის ეკონომიკის აღორძინებას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.