როგორც კი კრიტერიუმებს შეასრულებთ, სტატუსს ავტომატურად მიიღებთ, -აცხადებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა საკითხებში, ჯოზეფ ბორელი.
მისივე თქმით, ახლა საქართველოს აქვს მკაფიო გზა და განრიგი ევროინტეგრაციისთვის.
"ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი და ქართველებმა მას ნეგატიურად არ უნდა შეხედონ, ახლა მათ აქვთ მკაფიო გზა და განრიგი, შესასრულებელი საქმეები, თქვებ კარგ გზაზე ხართ, როგორც კი კრიტერიუმებს შეასრულებთ, სტატუსს ავტომატურად მიიღებთ განაგრძეთ ამაზე მუშაობა",- აცხადებს ბორელი.
ცნობისთვის, ევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველოს უნდა მიეცეს ევროპული მომავლის საშუალება, მაგრამ კონკრეტული პირობებით, რომლის შესრულების შემთხვევაში მიეცემა კანდიდატის სტატუსი. აღსანიშნავია, რომ უკრაინამ და მოლდოვამ კანდიდატის სტატუსი ყოველგვარი დათქმების გარეშე მიიღეს. კანდიდატის სტატუსის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები ბრიუსელში, 23-24 ივნისს დაგეგმილ სამიტზე მიიღებენ.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press