Foto

გერმანიის საელჩო - ვიცით, რომ საზოგადოება მზად არის ყველაფერი გააკეთოს ევროკავშირის გზაზე წარმატების მისაღწევად

მიზანი ნათელია: საქართველო, უკრაინა და მოლდოვა უნდა გახდნენ ევროკავშირის წევრები. ვიცით, რომ ქართული საზოგადოება მზად არის ყველაფერი გააკეთოს ამ გზაზე წარმატების მისაღწევად,- აღნიშნულის შესახებ საქართველოში გერმანიის საელჩო განცხადებას ავრცელებს.

საელჩოს ცნობით, გერმანია თავის წვლილს შეიტანს ამ წარმატების უზრუნველსაყოფად და საკუთარი ისტორიის ახალ თავს ევროპა ერთობლივად შექმნის.

„მიზანი ნათელია: საქართველო, უკრაინა და მოლდოვა უნდა გახდნენ ევროკავშირის წევრები. ვიცით, რომ ქართული საზოგადოება მზად არის ყველაფერი გააკეთოს ამ გზაზე წარმატების მისაღწევად. გერმანია თავის წვლილს შეიტანს ამ წარმატების უზრუნველსაყოფად. საკუთარი ისტორიის ახალ თავს ევროპა ერთობლივად შექმნის“,- წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.

ამასთან, ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი გუშინვე მიენიჭათ.