მივიღეთ ის რაც დავიმსახურეთ, ეს არის ეს არის ჩვენი მთავრობის 10 წლიანი მუშაობის შეფასება, - აცხადებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საგანგებო ბრიფინგზე
მისივე თქმით, იმედი აქვს, რომ ოპოზიცია საკუთარ მიზნებზე მაღლა ქვეყნის ინტერესებს დააყენებს და პოლარიზაციის დასასრულებლად კონსტრუქციულ დიალოგს მიმართავს.
" მე მინდა შევაფასო ევროპული საბჭოს გადწყვეტილება. მივიღეთ ის რაც დავიმსახურეთ და ეს არის დამსახურებული მიღწევა. ევროპამ კარი გაუხსნა ჩვენს ქვეყანას, ეს არის ჩვენი მთავრობის 10 წლიანი მუშაობის შეფასება. ჩვენ მოვისმინეთ დაპირებები, რომ როგორც კი შევასრულებთ პრიორიტეტებს მაშინვე მიეცემა ქვეყანას კანდიდატის სტატუსი. ვართ მობილიზებულები, რომ შევასრულოთ ყველა პირობა, რომ რაც შეიძლება მალე მივიღოთ სტატუსი. უკრაინა არის უმძიმეს ომში და მოლდოვაც მძიმე მდგომარეობაშია, ჩვენ არ გვშურს მათი წახალისების. მზად ვართ კონსტრუქციული დიალოგისთვის პოლარიზაციის დასასრულებლად",- აცხადებს პრემიერი.
შეგახსენებთ, რომ ევროპულმა პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც მხარს უჭერს უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. რაც შეეხება საქართველოს, გაცემულია იგივე რეკომენდაცია, თუმცა სტატუსის გადაცემა მოხდება მხოლოდ მაშინ, როცა საქართველოს მთავრობა დააკმაყოფილებს ევროპული კომისიის დასახულ პრიორიტეტებს.
რეზოლუციას მხარი 529 ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 45 კი წინააღმდეგი იყო. 14-მა თავი შეიკავა. საქართველოს მიერ გატარებული რეფორმების განმეორებითი შეფასება 6 თვეში მოხდება.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press