დაკავებულია პირი, რომელმაც 3 ადამიანი ცივი იარაღით დაჭრა და მიიმალა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს
უწყების ცნობით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 24 ივნისს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა 1996 წელს დაბადებულ გ.ვ.-ს, 1991 წელს დაბადებულ თ.ბ.-ს, 1987 წელს დაბადებულ ე.ჩ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
"თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი- სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რ.მ., თბილისში დააკავეს,"- ვკითხულობთ შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დანაშაული 16- დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი, ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის “ლ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ეროვნული ნა...
საქართველოს 16-წლამდე გოგონათა საკალათბურთო&nbs...
7 ივლისი იოანე ნათლისმცემლის დაბადების დღეა, რო...
საქართველოს ეროვნული კალათბურთის ყველა ნაკრები ...
5 ივლისი PLUS-ის დაბადების დღეა. ამ დღის აღსანი...
Mana press