აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დადებითად შეაფასა გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი მისი ლიდერობისთვის, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ფონზე და მოუწოდა დასავლეთს დარჩეს ერთიანი, ამის შესახებ სააგენტო AFP იუწყება.
აშშ-ის ლიდერმა, აღნიშნა რომ ვაშინგტონი „ძალიან დიდ ინვესტიციას ახორციელებს“ გერმანიასთან ურთიერთობაში.
„ჩვენ ერთად უნდა ვიმოქმედოთ. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იმედოვნებდა, რომ ნატო და G7 როგორმე დაიშლებოდნენ,მაგრამ ჩვენ ამას ვაპირებთ“, - განუცხადა ბაიდენმა შოლცს გერმანიაში G7 სამიტის წინ გამართულ შეხვედრაზე.
ბაიდენი თავის გერმანელ კოლეგას G7- ის სამდღიან სამიტზე შეხვდა, სადაც დომინირებს უკრაინის კრიზისის საკითხი. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა შოლცის, როგორც G7-ის ამჟამინდელი თავმჯდომარის მუშაობას, ევროპაში არსებული კრიზისის ფონზე, რომელიც გამოწვეულია რუსეთის ომისა და შემდგომი გლობალური ეკონომიკური შედეგებით.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press