G7- ის სამიტზე ჩვენ გამოვაცხადეთ, რომ მზად ვართ გავუწიოთ მეტი სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერა, მეტი პოლიტიკური მხარდაჭერა უკრაინას. ჩვენ ასევე მზად ვართ მხარი დავუჭიროთ უკრაინის რეკონსტრუქციას,- ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა.
მისივე თქმით, პარტნიორი ქვეყნები საერთო მიზანს ემსახურებიან,- „გამოვრიცხოთ ჟანგბადი რუსეთის საომარი მანქანიდან, ისე რომ ვიზრუნოთ ეკონომიკაზე“
" G7 ქვეყნებში, ჩვენ ყველას გვაქვს ერთი და იგივე მიზნები: გამოვრიცხოთ ჟანგბადი რუსეთის საომარი მანქანიდან ჩვენს ეკონომიკებზე ზრუნვის დროს.ევროკავშირი გრძელვადიან პერსპექტივაში #უკრაინის გვერდით დადგება.დავიცვათ მისი სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და ჩვენი საერთო დემოკრატიული ღირებულებები, G7- ის სამიტზე ჩვენ გამოვაცხადეთ, რომ მზად ვართ გავუწიოთ მეტი სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერა, მეტი პოლიტიკური მხარდაჭერა. ჩვენ ასევე მზად ვართ მხარი დავუჭიროთ უკრაინის რეკონსტრუქციას"- განაცხადა მიშელმა.
შეგახსენებთ, რომ ბავარიაში ,დიდი შვიდეულის სამიტი იმართება. დასავლური ქვეყნების ლიდერები რუსეთ-უკრაინის ომზე მსჯელობენ.
საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ეროვნული ნა...
საქართველოს 16-წლამდე გოგონათა საკალათბურთო&nbs...
7 ივლისი იოანე ნათლისმცემლის დაბადების დღეა, რო...
საქართველოს ეროვნული კალათბურთის ყველა ნაკრები ...
5 ივლისი PLUS-ის დაბადების დღეა. ამ დღის აღსანი...
Mana press