მარიუპოლში, რუსი დამპყრობლების მიერ დაბომბილი კორპუსის შედეგად დაღუპულთა 100-ზე მეტი ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველმა, პეტრ ანდრიუშჩენკომ განაცხადა.
ანდრიუშჩენკოს თქმით, ქალაქში ექსჰუმაცია გრძელდება.
"მარიუპოლი. ახალი სამწუხარო აღმოჩენები. ლევობერეჟნის რაიონში შენობების შემოწმებისას, დაბომბვის შედეგად დაღუპულთა 100-ზე მეტი ცხედარი იპოვეს სახლში, სადაც საჰაერო ბომბი მოხვდა პობედას გამზირისა და მეოტიდას ბულვარის კვეთაზე. ცხედრები ჯერ კიდევ ნანგრევების ქვეშ არიან.
ექსჰუმაცია გრძელდება. პრიორიტეტულად სკოლებისა და საბავშვო ბაღების ეზოებში. ექსჰუმაციის შემდეგ აქ მუშავდება სუნიანი ორმოები. ქუჩებში და ეზოებში დამუშავება არ ხდება", - ამბობს ანდრიუშჩენკო.
ცნობისთვის, 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსი ოკუპანტები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press