იაპონია რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აწესებს. შეზღუდვები მოიცავს რუსეთიდან ოქროს იმპორტის აკრძალვას. ინფორმაციას NHK ავრცელებს.
იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ განაცხადა, რომ ახალი სანქციები მოიცავს რუსული ოქროს იმპორტის აკრძალვას, ასევე რუსეთის ფედერაციისთვის ბუღალტრული აღრიცხვის, ტრასტის და რიგი სხვა სერვისების მიწოდებას.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ იაპონიის ახალი შეზღუდვები რუსეთიდან კიდევ 70 პირისა და ორგანიზაციის აქტივების გაყინვას გამოიწვევს. გარდა ამისა, იაპონიის პარლამენტმა აკრძალა საქონლის მიყიდვა 90 ორგანიზაციას, რომლებიც დაკავშირებულია თავდაცვის სექტორთან.
ცნობისთვის, Bloomberg-ის პორტალი იყო პირველი, ვინც რუსულ ოქროზე ემბარგოს მომზადების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. ამის შემდეგ ეს ინფორმაცია ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა დაადასტურა. მისი თქმით, აკრძალვას შეუერთდებიან დიდი ბრიტანეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა და იაპონია.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, ოქროს ექსპორტზე ემბარგო დარტყმა იქნება რუსეთის ფედერაციის ეკონომიკისთვის. ქვეყანა წელიწადში დაახლოებით 19 მილიარდ დოლარს დაკარგავს შემოსავალს. ბლინკენი მიიჩნევს, რომ ემბარგო დამატებით ზეწოლას გამოიწვევს რუსული ბაზრიდან ათასზე მეტი დასავლური კომპანიის გაყვანასთან ერთად.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press