მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ კიევში ჩავიდა. ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შესახებ სანდუს ადმინისტრაციაში დაადასტურეს.
აღნიშნულია, რომ სანდუ დედაქალაქის გარეუბნებს - ბუჩას, ირპინს და ბოროდიანკას ეწვევა. ეს ქალაქები ძალიან დაზარალდნენ რუსული აგრესიისა და ომის დანაშაულებისგან.
მაია სანდუმ კიევში ჩასვლის სურვილი 24 ივნისს გამოთქვა.
"არის გეგმები. მაგრამ მე გეტყვით დეტალებს, როდესაც დავადასტურებთ ყველა პუნქტს", - თქვა სანდუმ.
მაშინ ზელენსკის ადმინისტრაციის პრესმდივანმა სერგეი ნიკიფოროვმა განაცხადა, რომ თუ ეს ვიზიტი შედგა, მაშინ, უსაფრთხოების მიზნით, ამის შესახებ წინასწარ არავინ გააფრთხილებს
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press