უმნიშვნელოვანესია, შსს-ს ეს განცხადება რეალურ ქმედებებში აისახოს,- ასე გამოეხმაურა თბილისი პრაიდი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას, ისინი მიირებენ ყველა შესაბამის ზომას, რათა უზრუნველყოფილ იქნას პრაიდის ღონისძიებების უსაფრთხო ფორმატში ჩატარება.
თბილისი პრაიდის განცხადებით, ასევე უმნიშვნელოვანესია, შშს-მ დააკავოს 2021 წლის 5 ივლისის თავდასხმის ორგანიზატორები, რომლებიც წელსაც ღიად აგრძელებენ მუქარას.
„უმნიშვნელოვანესია, შსს-ს ეს განცხადება რეალურ ქმედებებში აისახოს და უწყებამ კვირეულის ღონისძიებების უსაფრთხო და ღირსეულ გარემოში ჩატარება უზრუნველყოს!.
უმნიშვნელოვანესია, შშს-მ დააკავოს 2021 წლის 5 ივლისის თავდასხმის ორგანიზატორები, რომლებიც წელსაც ღიად აგრძელებენ მუქარას და არსებობს მათი დაკავების სამართლებრივი საფუძვლები“,- აღნიშნულია თბილისი პრაიდის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ცოტახსნის წინ შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომ მიიღებენ ყველა შესაბამის ზომას, რათა უზრუნველყონ ღონისძიებების უსაფრთხო ფორმატში ჩატარება.
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი ...
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგ...
- საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარ...
31 მარტს თბილისში საპროტესტო აქცია და რამდენიმე...
ნანუკა ჟორჟოლიანის ცნობით, "ნანუკას ფონდმა...
Mana press