Foto

სენატორი ჯეიმს რიში უკრაინაში ჩავიდა

უკრაინაში აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თანათავჯდომარე ჯეიმს რიში ჩამოვიდა. - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისივე თქმით, ყველამ საბოლოოდ უნდა აღიაროს რუსეთი, როგორც ტერორიზმის დამფინანსებელი სახელმწიფო.

"ისინი უსაფრთხოების გამოწვევებია არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი ევროპის კონტინენტისთვის. ეს ცივილიზებულმა სამყარომ უპასუხოდ არ უნდა დატოვოს. ჩვენ საბოლოოდ უნდა ვაღიაროთ რუსეთი, როგორც ტერორიზმის დამფინანსებელი სახელმწიფო". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა.