უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, რუსეთის მხრიდან კრემენჩუკში სავაჭრო ცენტრზე სარაკეტო იერიშის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, 60 - დაშავდა.
სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება, შესაბამისად ეს მონაცემები განახლებადია.
New York Times-ის კორესპონდენტი ვალერი ჰოპკინსი კრემენჩუკში სავაჭრო ცენტრთან აღმოჩნდა, რომელიც რუსული რაკეტის დარტყმის შემდეგ დაიწვა.
ნანახის შთაბეჭდილებები მან მკითხველს Twitter-ზე გაუზიარა.
"კრემენჩუგში ვარ ყოფილი ამსტარის სავაჭრო ცენტრის ადგილზე. 13 ადამიანი დაიღუპა, 25 საავადმყოფოში. ნახშირბადის ცხედრის ფოტო ვნახე, მომეჩვენა, რომ ქალი ტანჯვაში ტრიალებდა", - წერს ის.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კრემენჩუკში სარაკეტო თავდასხმა ხალხმრავალ სავაჭრო ცენტრზე მოხდა. ზელენსკის თქმით, შეტევისას სავაჭრო ცენტრში 1 000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფებოდა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ "მსხვერპლის რაოდენობის წარმოდგენაც კი შეუძლებელია".
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press