Foto

ბრიტანეთის დაზვერვა - რუსულ სამხედრო დანაყოფებში საბრძოლო ეფექტურობა ქვეითდება

რუსული ძალები სულ უფრო და უფრო იშლება, შეინიშნება საბრძოლო ეფექტურობის დაქვეითება,- ამის შესახებ ინფორმაციას  ბრიტანული დაზვერვა ავრცელებს

განახლებული იმფორმაციის თანახმად, რუსულმა ნხარემ ლუგანსკის ქალაქ სევეროდონეცკში მხოლოდ ტაქტიკური წარმატების მიღწევა შეძლო, მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე ექვსი სხვადასხვა არმიის ძირითადი ტაქტიკური ჯფგუფია  განლაგებული.

"უკრაინული ძალები აგრძელებენ თავიანთი პოზიციების გამყარებას   ქალაქ ლისჩანსაკში , მას შემდეგ, რაც დაბრუნდნენ სევეროდონეცკიდან, ასევე რუსული სარდლობისა და კონტროლის ჩაშლას რუსული ხაზების უკან წარმატებული დარტყმებით.24-26 ივნისს რუსეთმა დაიწყო დარტყმების უჩვეულოდ ინტენსიური ტალღები უკრაინის მასშტაბით შორი მანძილის რაკეტების გამოყენებით. ეს იარაღი დიდი ალბათობით მოიცავდა საბჭოთა ეპოქის AS-4 KITCHEN და უფრო თანამედროვე AS-23a KODIAK რაკეტებს, რომლებიც ისროლეს როგორც ბელარუსის, ისე რუსეთის საჰაერო სივრციდან.ეს იარაღი შექმნილია სტრატეგიული მნიშვნელობის სამიზნეების ასაღებად, მაგრამ რუსეთი აგრძელებს მათ დიდი რაოდენობით გამოყენებას ტაქტიკური უპირატესობისთვის.ანალოგიურად, მან განათავსა ექვსი სხვადასხვა არმიის ძირითადი ელემენტები, მაგრამ მიაღწია მხოლოდ ტაქტიკურ წარმატებას სევეროდონეცკში. რუსეთის შეიარაღებული ძალები სულ უფრო და უფრო იშლება.ისინი ამჟამად იღებენ დეგრადირებული საბრძოლო ეფექტურობის დონეს , რომელიც, ალბათ, არამდგრადია გრძელვადიან პერსპექტივაში, ”- წერს ბრიტანეთის დაზვერვა