რუსეთმა აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მეუღლესა და ქალიშვილს სანქციები დაუწესა, იუწყება Reuters.
რუსული საინფორმაციო სააგენტო RIA Novosti-ს ცნობით სანქციების გაფართოებულ სიაში, ჯილ ბაიდენი და ეშლი ბაიდენი აშშ-ს 25 მოქალაქეს შორის მოხვდნენ.
ეს ნაბიჯი გადაიდგა "როგორც პასუხი აშშ-ს მუდმივად გაფართოებულ სანქციებზე რუსი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეების წინააღმდეგ", - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
აპრილში შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა სანქციები რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ორი ქალიშვილის - მარია ვორონცოვასა და კატერინა ტიხონოვას მიმართ. პუტინის ყოფილი მეუღლის, ლუდმილა შკრებნევას ორი ზრდასრული ქალიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად, ასევე რუსეთის უშიშროების საბჭოს წევრებთან ერთად, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტი და პრემიერ მინისტრი დიმიტრი მედვედევი, სანქციების სამიზნე გახდა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press