მეტი თანამშრომლობა 15 % პარტიებთან. - განაცხადა მარკეტა გრეგორევამ ირაკლი კობახიძის საპასუხოდ, რომელმაც ირონიულად აღნიშნა, რომ გრეგორევას საკუთარ ქვეყანაში პოლიტიკური მხარდაჭერა არ აქვს და მისი პარტია ჩეხეთში 15%-ს იღებს.
მისივე თქმით, მათ დაძლიეს უთანხმოება ერთი ოლიგარქის მოსაშორებლად და იმავეს უსურვებს საქართველოს.
"დიახ, ჩვენი ახალგაზრდა ჩეხური დემოკრატია საკმაოდ ამაყობს თავისი პლურალიზმით. ჩვენ გვაქვს ხუთი პარტიისგან შექმნილი მთავრობა, რომლებმაც დაძლიეს უთანხმოება ერთი ოლიგარქის მოსაშორებლად. იმავეს ვუსურვებ საქართველოს. მეტი თანამშრომლობა 15%-იან პარტიებთან, რომელიც ასახავს საზოგადოების მრავალფეროვნებას". - განაცხადა გრეგორევამ.
შეგახსენებთ რომ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ გრეგოროვას პარტია თავის ქვეყანაში 15%-ს იღებს და მის არავითარ შეფასებს ან კომენტარს აზრი არ აქვს.
მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების ყურადღება &b...
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
Mana press