Foto

ახალი სანქციები - შეერთებული შტატები კრძალავს რუსული ოქროს იმპორტს

შეერთებული შტატები და რამდენიმე ძირითადი ეკონომიკური მოკავშირე კრძალავს რუსული ოქროს იმპორტს. - განაცხადა აშშ-ს ხაზინის დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

მისივე თქმით, სანქციები დაწესდა ასობით კომპანიას, მათ შორის: "კამაზი", "ტუპოლევი" და "დონბასის მოხალისეთა კავშირს".

" რუსი პროპაგანდისტები, ასევე პროპაგანდისტი თინა კანდელაკის და რუსეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრი სერგეი სერდიუკოვი შავ სიაში არიან". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა.