შეერთებული შტატები გიღებთ ისეთებს, როგორიც ხართ - ღირსების, პატივისცემისა და მხარდაჭერის ღირსი,- აღნიშნულის შესახებ მიმართვას საქართველოში აშშ-ს საელჩო LGBTQ+ საზოგადოების მიმართ ავრცელებს..
საელჩოს განცხადებით, ის რჩება LGBTQ+ საზოგადოების გვერდით, მიმდინარე ბძოლაში შეუწყნარებლობის, დისკრიმინაციისა და უსამართლობის წინააღმდეგ.
„ამ თვეში ჩვენ შევახსენებთ ლგბტქი+ საზოგადოებას, რომ ისინი უყვართ და მათ აფასებენ. შეერთებული შტატები გიღებთ ისეთებს, როგორიც ხართ - ღირსების, პატივისცემისა და მხარდაჭერის ღირსი. დღეს და ყოველდღე შეერთებული შტატები დგას მსოფლიოში ლგბტქი+ ადამიანების გვერდით მათ მიმდინარე ბრძოლაში შეუმწყნარებლობის, დისკრიმინაციისა და უსამართლობის წინააღმდეგ“,- აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოში PRIDE-ის კვირეული დაიწყო და 2 ივლისამდე გაგრძელდება. პრაიდის ორგანიზატორების განაცხადებით, წელს მათ არ გააჩნიათ არავითარი სივრცე და შესაძლებლობა ღირსების მარშის ჩასატარებლად და არიან ერთადერთი ჯგუფი, რომელსაც, ფაქტობრივად, ჩამორთმეული აქვთ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება.
კვირეული სამი ძირითადი ღონისძიებისგან შედგება:
ქართველი ლიტერატურათმცოდნე, მწერალი, ესეისტი, &...
16 მაისამდე საქართველოში სეტყვა და ქარია მოსალო...
ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქ...
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამა...
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქართვ...
Mana press