ახლა შეთანხმებული მოქმედებების დროა იმისთვის, რომ ის შესაძლებლობები რომლებიც თქვენი ქვეყნისთვის გაიხსნა, არ იქნას ხელიდან გაშვებული,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა.
ჰარცელის თქმით, რამდენიმე დღის წინ საქართველომ მიიღო ევროპული პერსპექტივა, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო თანხმდება, რომ ერთ დღეს საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება.
„რამდენიმე დღის წინ საქართველომ მიიღო ევროპული პერსპექტივა, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო თანხმდება, რომ ერთ დღეს საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება. ეს მართლაც ისტორიული მომენტია. ამავდროულად, საქართველოსთან მიმართებით მიღებული გადაწყვეტილება უკრაინასა და მოლდოვასთან შედარებით, ნაკლებად ხელსაყრელია, რაც ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ახლა შეთანხმებული მოქმედებების დროა იმისთვის, რომ ის შესაძლებლობები რომლებიც თქვენი ქვეყნისთვის გაიხსნა, არ იქნას ხელიდან გაშვებული",- განაცხადა ჰარცელმა.
შეგახსენებთ, რომ 23 ივნისს ბრიუსელში ევროკავშირის სამიტი გაიმართა, რომელზეც ევროპელმა ლიდერებმა 529 ხმით 45-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირეს რეზოლუციას უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ.
ამასთან, 17 ივნისს ევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველოს უნდა მიეცეს ევროპული მომავლის საშუალება, მაგრამ კონკრეტული პირობებით, რომლის შესრულების შემთხვევაში მიეცემა კანდიდატის სტატუსი. ხოლო რაც შეეხება საქართველოს, გაიცა იგივე რეკომენდაცია, თუმცა სტატუსის გადაცემა მოხდება მხოლოდ მაშინ, როცა საქართველოს მთავრობა დააკმაყოფილებს ევროპული კომისიის დასახულ პრიორიტეტებს.
აღსანიშნავია, რომ 17 ივნისს უკრაინამ და მოლდოვამ კანდიდატის სტატუსი ყოველგვარი დათქმების გარეშე მიიღეს.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press