დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა რუსეთის მაღალჩინოსნებსა და უშუალოდ პუტინის "შიდა წრის" წარმომადგენელებს. - განაცხადა CNN-მა ბრიტანეთის ხელისუფლებაზე დაყრდნობით.
მათივე თქმით, სანქციები დაუწესდათ რუს მილიარდერს ვლადიმერ პოტანინს, ასევე პუტინის ბიძაშვილს ანნა ცივილევას, როგორც რუსული ქვანახშირის მომპოვებელი კომპანიის პრეზიდენტს და ეს სანქციები გაგრძელდება მანამ სანამ რუსეთი არ შეწყვეტს მის აგრესიულ ქმედებას უკრაინაში.
"სანამ პუტინი აგრძელებს საზიზღარ თავდასხმას უკრაინაზე, ჩვენ გამოვიყენებთ სანქციებს რუსული ომის მანქანის დასასუსტებლად". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press