Foto

კულება - უკრაინის მიმართ თანაბრად, ძლიერი და აქტიური პოზიცია ევროატლანტიკური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დაცვას ხელს შეუწყობს

დღეს NATO-მ დაამტკიცა, რომ შეუძლია რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ.

მისივე თქმით, უკრაინის მიმართ თანაბრად, ძლიერი და აქტიური პოზიცია ევროატლანტიკური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დაცვას ხელს შეუწყობს.

"დღეს მადრიდში, ნატომ დაამტკიცა, რომ შეუძლია რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. ჩვენ მივესალმებით რუსეთის მიმართ მკაფიო პოზიციებს, ისევე როგორც [ალიანსში] ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებას. უკრაინის მიმართ თანაბრად, ძლიერი და აქტიური პოზიცია ევროატლანტიკური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დაცვას ხელს შეუწყობს". - ნათქვამია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა.