რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უარყო ბრალდება იმის შესახებ, რომ რუსეთი დგას კრემენჩუკში, ცენტრალური უკრაინის სავაჭრო ცენტრზე თავდასხმის უკან, რომლის შედეგადაც სულ მცირე 18 ადამიანი დაიღუპა, ათობით უგზო-უკვლოდ დაიკარგა და დაიჭრა.
მისივე თქმით, რუსული არმია არ ესხმის თავს სამოქალაქო ობიექტებს.
"რუსეთის არმია არ ესხმის თავს არცერთ სამოქალაქო ობიექტს. ჩვენ ამის საჭიროება არ გვაქვს. ჩვენ გვაქვს ყველა შესაძლებლობა, რომ აღმოვაჩინოთ კონკრეტული ადგილები; და ჩვენი მაღალი სიზუსტის შორ მანძილზე მოქმედი იარაღის წყალობით ჩვენ ვაღწევთ ჩვენს მიზნებს", - თქვა პუტინმა. აშხაბადში "კასპიის ხუთეულის" ლიდერების - რუსეთის, აზერბაიჯანის, ირანის, ყაზახეთისა და თურქმენეთის - შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
ცნობისთვის, Telegram არხზე, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსულმა საჰაერო ძალებმა მაღალი სიზუსტის საჰაერო იარაღით დარტყმა მიაყენეს შეერთებული შტატებიდან და ევროპის ქვეყნებიდან მიღებული იარაღითა და საბრძოლო მასალებით დატვირთულ საწყობებს.
„მაღალი სიზუსტის დარტყმის შედეგად, დასავლური წარმოების იარაღი და საბრძოლო მასალა, რომელიც კონცენტრირებული იყო საწყობში შემდგომი გადაზიდვისთვის დონბასში უკრაინული ჯარების ჯგუფისთვის, განადგურდა“, - აცხადებენ სამინისტროში.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press