არ გვაქვს ფუფუნება, პოლიტიკური მიზეზებიდან გამომდინარე, შედარებით იაფ რუსულ ენერგიაზე უარი ვთქვათ,”- ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ „მედიაცენტრ მთავარში” საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, თუ გარკვეული მიზნით მოხდება რუსული ენერგიის შეზღუდვა, ქვეყანას ენერგეტიკული კრიზისი არ დაემუქრება, იმიტომ რომ არსებობს ალტერნატიული წყაროები ელექტროენერგიის მიღების.
,,ამ ეტაპზე, ელექტროენერგიის იმპორტი არ ხორციელდება. აოგადად, ჩვენ გარკვეული თვეების განმავლობაში ვიღებთ რუსეთიდან ენერგიას, რადგან თურქეთთან და აზერბაიჯანთან შედარებით უფრო იაფია. ჩვენი ტარიფის სტრუქტურიდან, მსყიდველუნარიანობიდან და ტარიფის ზრდის სენსიტიურობიდან გამომდინარე არ გვაქვს ფუფუნება, პოლიტიკური მიზეზებიდან გამომდინარე, შედარებით იაფ რუსულ ენერგიაზე უარი ვთქვათ. თუმცა თუ გარკვეული მიზნით მოხდება მისი შეზღუდვა, ან ემბარგო დადგინდება, ქვეყანას ენერგეტიკული კრიზისი ნამდვილად არ დაემუქრება, იმიტომ რომ ალტერნატიული წყაროები ელექტროენერგიის მიღების არსებობს,”- განაცხადა დავით ნარმანიამ.
ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუცი...
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა...
ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ...
პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ...
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ...
Mana press