რუსეთის ბოლო თავდასხმა უკრაინაში სამოქალაქო ობიექტებზე,რომლის შედეგადაც მინიმუმ 18 ადამიანი დაიღუპა კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრში, ფრონტის ხაზისგან შორს, შეიძლება განიმარტოს, როგორც მესიჯი G7-ისა და ნატო-ს შეხვედრებისთვის გერმანიაში. მესიჯი ასევე არის რუსეთის გულგრილობა მისი დანაშაულების დაგმობის მიმართ. მოსკოვი უკან არ დაიხევს. და ეს, თავის მხრივ, შეიძლება დაფუძნებული იყოს აზრზე - იქნება ეს გონივრული თუ არასწორი - რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ომი მიდის რუსეთის გზაზე.
აღმოსავლეთ უკრაინის შეტევა ნელ-ნელა წინ მიიწევს, ანადგურებს ყველაფერს, რაც მის გზაზეა, და დასავლეთში მზარდი გააზრება ხდება იმისა, რომ კონფლიქტს ადრეული დასრულება არ ექნება. მაგრამ ომს კიდევ უფრო აჭიანურებს რუსეთი, წარმატებით აკავებს უკრაინის დასავლელ მხარდამჭერებს მისთვის საჭირო იარაღის სისტემების მიწოდებისგან - მათ შორის მეტი საბრძოლო მასალის, თვითმფრინავების, რადარების და რუსეთის შორი დისტანციური სარაკეტო დარტყმების შესაჩერებლად.
შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის და მათი მოკავშირეების მხრიდან უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა თანდათან გაფართოვდა, უფრო მძლავრი შეტევითი სისტემებით,მაგრამ უკრაინის ომის მომგებიანი აღჭურვილობით უზრუნველყოფის ყველაზე დიდი შეზღუდვა კვლავ არის იმის შიში, თუ როგორ უპასუხებს რუსეთი დასავლური მხარდაჭერის ამჟამინდელ დონეს.
კრიტიკოსები ამბობენ, რომ ეს თავშეკავება არის აშშ-ს და სხვების თვითშეკავების მაგალითი, ესკალაციის პროვოცირების შიშით. მაგრამ რეალობა გაცილებით მარტივია.
რუსეთის მუდმივი მუქარისა და ბუნდოვანების კამპანია იძლევა განზრახ ეფექტს: იწვევს მოსკოვის მოწინააღმდეგეების ყოყმანს. გავრცელებული მოსაზრება, რომ რუსეთის პროვოცირებას სავალალო შედეგები მოჰყვება, მოსკოვის მთავარი გამარჯვებაა. რუსეთი დასავლეთს წარმატებულად აფერხებს ყველანაირი მხარდაჭერისგან, რომელიც უკრაინას ომის შემობრუნებისთვის სჭირდება, ეს კიდევ ერთხელ უდასტურებს ვლადიმერ პუტინს, რომ რუსეთის სამხედრო არასრულფასოვნება დასავლეთის მიმართ შეიძლება დაიძლიოს დასავლური შიშის გამოყენებით.
ფაქტობრივად, დასავლეთის აშკარად გამოხატული შიში ესკალაციის მიმართ უმტკიცებს რუსეთს, რომ მუქარა მუშაობს, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად დაუჯერებელი ან ცარიელია ის. ამ დროისთვის ეს არის ბირთვული განადგურების დაპირებების დამღლელი ციკლი მათთვის, ვინც ბოლო დროს გააღიზიანა რუსეთის პროპაგანდისტები - მაგალითად, რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიამ ახლახან განიხილა ნიდერლანდებზე თავდასხმა . რუსეთის ბირთვული საფრთხეები გაგრძელდება მანამ, სანამ ისინი ეფექტური იქნება უკრაინის ომში გამარჯვებული სამხედრო მხარდაჭერის თავიდან ასაცილებლად.
G7-მა შესაძლოა სწორი მესიჯი გაავრცელა იმის შესახებ, რომ უკრაინის მხარდაჭერა გაგრძელდება „იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება“, მაგრამ უკრაინის ყველაზე დიდ გამოწვევად რჩება მისი საერთაშორისო მხარდამჭერების დაყოლიების მცდელობა, სიტყვისა და საქმის გასატოლებლად.
გარდა ამისა, ორ მხარეს შორის მიზნებისა და პრიორიტეტების აშკარა შეუსაბამობაა. მიუხედავად იმისა , რომ რუსეთმა მკაფიოდ ჩამოაყალიბა რა სურს ომში - უკრაინის, როგორც დამოუკიდებელი ერის გადაშენება და რუსეთის იმპერიული ძალაუფლების აღდგენა მის მეზობლებზე - უკრაინის დასავლელი მხარდამჭერები დაბნეულნი არიან და ვერ თანხმდებიაბ იმაზე თუ როგორ უნდათ ომის დასრულება და როგორ უნდა იმოქმედოს ამაბ რუსეთზე.
ეს ყველაფერი რუსეთის დროს ყიდულობს. უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ განუცხადა G7-ს, რომ მას სურს, რომ ომი ზამთარში დასრულდეს . ამ ვადას გონივრული მიზეზი აქვს. ევროპა ჯერ კიდევ შორს არის იმისგან, რომ რუსულ ენერგიას თავი დააღწიოს და საწვავის კიდევ უფრო მაღალი ფასების მტკივნეული ზამთარი ევროპელებს მოუტანს ამ კონფლიქტში უკრაინის მხარდაჭერის ნამდვილ გადასახდელ ფასს .
დანარჩენი მსოფლიოს სასურსათო შანტაჟი რუსეთის საზღვაო ბლოკადის საშუალებით წარმატების მომტანი კიდევ ერთი ტაქტიკაა - უკრაინა აცხადებს , რომ მასზე ზეწოლა ხდება აფრიკისა და აზიის სახელმწიფოებისგან, რომლებიც შეშფოთებულნი არიან მარცვლეულის მიწოდების შეწყვეტით.
რუსეთი ასევე განიცდის ომის ხარჯებს, ეკონომიკური სანქციების შედეგების სახით. მაგრამ რუსეთის ეკონომიკისა და მრეწველობის დეგრადაცია არ მოხდება იმდენად სწრაფად, რომ გავლენა მოახდინოს კონფლიქტის მოკლევადიან პროგრესზე.
სამხედრო თვალსაზრისითაც, რუსეთს შეუძლია გაუძლოს უკრაინის გამძლეობას და დასავლურ მოთმინებას. ავტორიტეტული შეფასებები ამბობენ, რომ რუსეთს გაწვრთნილი სამხედრო ძალები ეწურება. მაგრამ, როგორც სხვა ბევრ რამეში, ეს ნაკლები გამოწვევაა რუსეთისთვის, ვიდრე სხვა სახელმწიფოებისთვის. რუსული ტრადიციული გულგრილობა ომის მიზნების მიღწევის მსხვერპლის მასშტაბის მიმართ გამოიხატება მის მზადყოფნაში, ჩააგდოს ბრძოლაში ნახევრად გაწვრთნილი ან გაუწვრთნელი რეზერვები მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ძალის გამოყენებით (კიდევ ერთი სამხედრო დანაშაული, რომელიც რუსეთს დაემატება).
უკრაინის ძალები რჩებიან ბრძოლის ერთგული. მაგრამ ასე რომ გაგრძელდეს, ისინი უნდა დარჩნენ დარწმუნებულნი, რომ მათ აქვთ წარმატების გონივრული შანსი რუსეთის გამარჯვების აღკვეთაში. დასავლელი პარტნიორების ყოველი უარი უკრაინის ტერიტორიის დასაკავებლად ან დასაბრუნებლად საშუალების მიწოდებაზე, ამ შანსს კიდევ უფრო ამცირებს.
სანამ ევროპა და აშშ ყოყმანობენ და თავშეკავებულნი არიან უკრაინას მიაწოდონ ის იარაღი, რომელიც მას კონფლიქტის დასასრულებლად სჭირდება - ან თუნდაც იმისთვის, რომ რუსეთის ძალებს ისეთი ზიანი მიაყენონ, რომ პუტინის გამარჯვების აღქმა საბოლოოდ ეჭვქვეშ დადგეს. ძნელი მისახვედრია, როგორ წავა ომის ნებისმიერი სწრაფი დასრულება უკრაინის სასარგებლოდ. იმავდროულად, უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის და არსებითი ინფრასტრუქტურის ველური თავდასხმები გაგრძელდება.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press