დასავლეთი უკრაინას შეიარაღებას დაგვიანებით და მცირე რაოდენობით აძლევს. - განაცხადა ლიეტუის ყოფილმა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ომის მიმდინაროება დასავლეთის მერყეობასა და გაუბედაობას აჩვენებს.
"საერთო ჯამში, ომის მიმდინაროება დასავლეთის მერყეობასა და გაუბედაობას აჩვენებს. იარაღი უკრაინაში გვიან ჩადის და არა იმ რაოდენობით, რომ რუსეთი დამარცხდეს. ამიტომ ომის მიდინარობა დიდწილად გაუბედაობით არის განპირობებული. თუ გამართლდება ის ვარაუდი, რომ უკრაინის ტერიტორიის ნაწილის რუსეთის მიერ ოკუპირებულად დარჩეს, ეს დასავლეთის არჩევანის ბრალი იქნება". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press