დასავლური სანქციები და წნეხი ბელარუსთან გაერთიანების დაჩქარებისკენ გვიბიძგებს. - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა.
მისივე თქმით, სანკტ პეტერბურგში, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან შეხვედრის დროს სხვა საკითხებთან ერთად ეს საკითხიც განიხილეს.
"დასავლეთის მხრიდან უპრეცენდენტო პოლიტიკური წნეხი და სანქციები გვიბიძგებს, რომ ბელარუსთან გაერთიანებსი პროცესები დავაჩქაროთ. სანკტ პეტერბურგში, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან შეხვედრის დროს სხვა საკითხებთან ერთად ეს საკითხიც განვიხილეთ. ამასთან, განვიხილეთ ბელარუსული საქონლისთვის რუსეთის ბალტიის პორტების გამოყენების შესაძლებლობა". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა.
ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუცი...
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა...
ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ...
პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ...
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ...
Mana press