Foto

მეტისი - ვისაც მოკავშირეები არ ჰყავს, დაჭკნებიან და ჩვენ ახლა სწორედ რუსეთის ჭკნობას ვხედავთ

ახლა ვუყურებთ, როგორ ჭკნება რუსეთი ჩვენ თვალწინ. - განაცხადა აშშ-ს ყოფილმა თავდაცვის მდივანმა, გენერალმა ჯეიმს მეტისმა.

მისივე თქმით, რუსეთს ახლა მოკავშირეები აღარ ჰყავს.

"ამერიკაში ასეთი გამოთქმა გვაქვს, რომ ერები მოკავშირეებით აყვავდებიან, ხოლო ისინი, ვისაც მოკავშირეები არ ჰყავს, დაჭკნებიან და ჩვენ ახლა სწორედ რუსეთის ჭკნობას ვხედავთ". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა.