ღამით ოდესას რეგიონზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმებით ათობით ადამიანი, მათ შორის, ბავშვები მოკლეს. - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ.
მისივე თქმით, პარტნიორებმა უკრაინა თანამედროვე სარაკეტო თავდაცვითი სისტემებით უნდა მოამარაგონ.
"ტერორისტული სახელმწიფო რუსეთი მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ თავის ომს აგრძელებს — ღამით ოდესას რეგიონზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმებით ათობით ადამიანი, მათ შორის, ბავშვები მოკლეს. მე დაჟინებით მოვუწოდებთ პარტნიორებს, რომ უკრაინა თანამედროვე სარაკეტო თავდაცვითი სისტემებით მოამარაგონ, რაც შეიძლება სწრაფად. დაგვეხმარეთ, რომ სიცოცხლეები გადავარჩინოთ და ეს ომი დავასრულოთ". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press