Foto

შოლცი - უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები არ გაუთანაბრდება ნატო-ს წევრი ქვეყნის პირობებს

გერმანია  მოკავშირეებთან ერთად უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს განიხილავს, -აცხადებს  გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი.

მისივე თქმით, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები არ გაუთანაბრდება ნატო-ს წევრი ქვეყნის პირობებს

"ჩვენ ერთად განვიხილავთ საკითხს უსაფრთხოების გარანტიების შესახებ, რომლებიც შეგვიძლია მივცეთ უკრაინას. ეს არის მიმდინარე პროცესი. ნათელია, რომ ეს არ იქნება ისეთივე, როგორც ვინმე ნატო-ს წევრს აქვს. სავსებით ნათელია, რომ ეს არის საკითხი, რომელიც საგულდაგულოდ მზადდება დიპლომატიურ სფეროში, იმ დღისთვის, რომელსაც ვიმედოვნებთ, რომ მალე ვიხილოთ, როდესაც ომი დასრულდება", - განაცხადა შოლცმა.