გერმანია მოკავშირეებთან ერთად უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს განიხილავს, -აცხადებს გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი.
მისივე თქმით, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები არ გაუთანაბრდება ნატო-ს წევრი ქვეყნის პირობებს
"ჩვენ ერთად განვიხილავთ საკითხს უსაფრთხოების გარანტიების შესახებ, რომლებიც შეგვიძლია მივცეთ უკრაინას. ეს არის მიმდინარე პროცესი. ნათელია, რომ ეს არ იქნება ისეთივე, როგორც ვინმე ნატო-ს წევრს აქვს. სავსებით ნათელია, რომ ეს არის საკითხი, რომელიც საგულდაგულოდ მზადდება დიპლომატიურ სფეროში, იმ დღისთვის, რომელსაც ვიმედოვნებთ, რომ მალე ვიხილოთ, როდესაც ომი დასრულდება", - განაცხადა შოლცმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press