არ დავიღლებით და ყოველთვის მანამდე შევიკრიბებით აქ და მანამდე გავაგრძელებთ ჩვენს პროტესტს, სანამ საქართველო არ მიიღებს კანდიდატის სტატუსს, - ამის შესახებ მწერალმა ლაშა ბუღაძემ აქცია "შინ ევროპისკენ" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლებამ ყურად არ იღო დემონსტრაციის სახელით შეთავაზებული პირობები.
"ჩვენი დემონსტრაცია ცხადია, ისევ არის ორიენტირებული იმ მნიშვნელოვან ისტორიულ ფოკუსზე, რომელიც გულისხმობს საქართველოს ინტეგრირებას ევროკავშირის სივრცეში და ჩვენ ცხადია, არ დავიღლებით და ყოველთვის მანამდე შევიკრიბებით აქ და მანამდე გავაგრძელებთ ჩვენს პროტესტს, სანამ საქართველო არ მიიღებს კანდიდატის სტატუსს. ჩვენი დემონსტრაციის სახელით, ჩვენ შევთავაზეთ "ქართულ ოცნებას" ისტორიის მიერ განსაზღვრული პირობები, რომელიც გულისხმობს ვადას, თუმცა ხელისუფლებამ ყურად არ იღო", - განაცხადა ბუღაძემ.
შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე, აქცია „შინ ევროპისკენ“ მიმდინარეობს. სამართალდამცავებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.
დღეს პროტესტი ახალ ეტაპზე გადავა - აქციის მონაწილეების ნაწილი გეგმავს, რომ არ დაიშალოს და პარლამენტის წინ ღამე გაათენოს.
აქციის ორგანიზატორები მოძრაობა "სირცხვილიაა" და "შინ ევროპისკენ" არიან.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press