სამი ათასი კაცი მივიდეთ "ქართული ოცნების" ოფისთან, დანარჩენები რჩებით აქ და იქნება პირველი დამოუკიდებელი კერა, სადაც იქნება არა ძალადობრივი, მაგრამ მკაცრი აქცია, - ამის შესახებ იურისტმა, მიშა მშვილდაძემ აქცია "შინ ევროპისკენ" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, თუ ხელისუფლება არ გადადგამს ნაბიჯს უკან და არ შეასრულებს მათ მოთხოვნებს, მკაცრი კერები ბევრი გაჩნდება.
"დღეს, რამდენიმე რამ მოხდება. დავიწყოთ პირველი. ახლა პირველ დაბიჯს გადავდგამთ, რადგან ხელისუფლებას ერთ საათში და 40 წუთში ეწურება ვადა. ეს ვადა იყო გადამდგარიყო სამარცხვინო ირაკლი ღარიბაშვილი მისი მთავრობით და მოგვცემოდა შესაძლებლობა, შეგვექმნა ეროვნული თანხმობის მთავრობა, არა ომისთვის, არამედ ევროპისთვის. პირველ რიგში, გვჭირდება 3 000 კაცი თქვენგან, მივიდეთ პირველ სიმბოლოსთან, ეს არის "ქართული ოცნების" ოფისი, დანარჩენები რჩებით აქ და იქნება პირველი დამოუკიდებელი კერა, სადაც იქნება არა ძალადობრივი, მაგრამ მკაცრი აქცია და თუ ხელისუფლება არ გადადგამს ნაბიჯს უკან, ასეთი კერები ბევრი გაჩნდება",- განაცხადა მშვენიერაძემ.
ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუცი...
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა...
ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ...
პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ...
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ...
Mana press